იანოშ ჰერმანი: აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა არის თანამშრომლობის კომპლექსური ჩარჩო

აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანი არ არის წევრობა, ის ხელს უწყობს დაახლოებას, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
ჰერმანმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა რეგიონულ პროგრამას წარმოადგენს.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანი არ არის წევრობა. ის ხელს უწყობს დაახლოებას. ეს რეგიონული პროგრამაა” , – აღნიშნა ჰერმანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების კომენტირებისას.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა მისი მიზნების მიხედვით ვითარდება.
„ეს არის თანამშრომლობის კომპლექსური ჩარჩო. მასში მონაწილეობენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება და მაღალი ამბიციები. არის სხვა ქვეყნები, რომელთაც სხვა მიზნები და განსხვავებული ვალდებულებები აქვთ”, – აღნიშნა ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები