დავით უსუფაშვილი ცხელ საგაზაფხულო სესიას პროგნოზირებს
ცხადია, საგაზაფხულო სესია ცხელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“ცხადია, საგაზაფხულო სესია ცხელი იქნება, ეს არ არის გარემოს დაცვის ამინდის პროგნოზის ცენტრის ინფორმაცია, ამ პროგნოზს საკუთარ თავზე ავიღებ.
ზოგადად, მიმდინარე პოლიტიკური წელი იქნება ცხელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის არ მიაღწევს დუღილის ისეთ ტემპერატურას, როდესაც სხვა ვითარება იკვეთება ხოლმე. ქვეყანას ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შევძლოთ საარჩევნო კამპანიაში გადასვლა ისე, რომ სახელმწიფო საქმე ბოლომდე და ხარისხიანად გავაკეთოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.