იანოშ ჰერმანი: გვინდა, რომ საქართველო უფრო მომხიბლავი გახდეს, რისთვისაც საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა

ჩვენ გვინდა, რომ ეს საქართველო კიდევ უფრო მომხიბლავი გახდეს და ამისთვის საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საერთაშორისო ფორუმზე – “საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს თანამიმდევრული ძალისხმევა სჭირდება, რომ მან თავისი პრიორიტეტები დროულად შეასრულოს.
“ეკონომიკური განვითარება უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ. საქართველოს სჭირდება თანამიმდევრული ძალისხმევა, რომ მან თავისი პრიორიტეტები დროულად შეასრულოს. ეს პრიორიტეტები, უპირველეს ყოვლისა, არის ექსპორტის გაძლიერება, ასევე კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო მომხიბლავი გახდეს და ამისთვის საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები