პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება
პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი დაესწრება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს.
“პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მთავრობის მეთაური დაესწრება. პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს. პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რომ აუცილებელია ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს 3 თებერვალს მიმართავს.