ზურაბ ტყემალაძე: თუ პარლამენტში დებატების საკითხს ვინმე დააყენებს, ბიურო ამაზე იმსჯელებს
პრეზიდენტის გამოსვლა გაწერილია პროტოკოლით, რეგლამენტით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ პრეზიდენტის პარლამეტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატმა ჟურნალისტების შეკითხვის – უნდა იყოს თუ არა დებატები პრეზიდენტის გამოსვლისას – საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყველაფერი გაწერილია რეგლამენტით და თუ დებატების საკითხს ვინმე დააყენებს, ამაზე ბიურო იმსჯელებს.
„პრეზიდენტის გამოსვლა გაწერილია პროტოკოლით, რეგლამენტით. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამოდიან ფრაქციის თავმჯდომარეები და ა.შ. თუ დებატების საკითხს ვინმე დააყენებს, ბიურო ამაზე იმსჯელებს“, – განაცხადა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტში 3 თებერვალს წარადგენს.