მიხეილ სააკაშვილი: ძალიან გავეჩხირე ყელში ვლადიმერ პუტინს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, ის საქართველოში არა პუტინის ოცნებების ასახდენად, არამედ მისი დავალებების შემსრულებლებისგან გასათავისუფლებად ჩამოვა.
“ის, რომ ეს ახლა ხდება და დაჩქარდა, ეს არის პირდაპირი პასუხი უკრაინაზე, ეს არის პასუხი იმაზე, რომ როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ძალიან გავეჩხირე ყელში ვლადიმერ პუტინს. თუ პუტინი თვლის, რომ წავალ და წყნარად ჩავბარდები, ეს არის ძალიან დიდი სისულელე. ვაპირებ, საქართველოს და მთელი რეგიონის გათავისუფლებისთვის გავაგრძელო ბრძოლა, როგორც თავისუფალმა ადამიანმა.  ჩემ გადაადგილებას  ვერავინ ვერ შეზღუდავს.  საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან გასათავისუფლებლად. ეს დრო დადგება ბევრად უფრო მალე, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენია, ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არის მისი გაკეთებული, უფრო მეტიც, თავის დროზე ევროპელები მეუბნებოდნენ, რომ ის გადადგა იმიტომ, რომ ეს ჩრდილოვანად შეასრულოს. პუტინის მხრიდან ლიკვიდაციის გარდა, მე ვერაფერი შემაჩერებს”, – განაცხადა სააკაშვილმა “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები