მიხეილ ჯანელიძე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე: დავესწრები თუ არა, მოგვიანებით მივიღებ გადაწყვეტილებას

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღის წესრიგიდან გამომდინარე მიიღებს.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი მედიისგან შეიტყო, ამიტომ, ჯერჯერობით არ იცის, რა გეგმები ექნება და შეძლებს თუ არა პარლამენტში მისვლას.
“ვნახავ გრაფიკს და დაველოდები იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება მიღებული ჩემს კოლეგებთან ერთად”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები