გუგული მაღრაძე ლგბტ ქორწინების შესახებ: ევროსაბჭო არცერთ ქვეყანას არ მიუთითებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს

ლგბტ პირების მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ისინი ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ “ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა“, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
როგორც გუგული მაღრაძემ განმარტა, ევროსაბჭო არცერთ ქვეყანაზე არ ახდენს გავლენას, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ ასეთი მიმართულებით რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილების საკონსტიტუციო აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველა მოქალაქეს აძლევს, დაცული იქნას მათი უფლება.
„ევროსაბჭო არცერთ ქვეყანაზე არ ახდენს გავლენას, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ ასეთი მიმართულებით რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. ევროსაბჭოს არაერთ რეზოლუციაშია აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, ასეთი საკითხები გადაწყვიტოს ისე, როგორც ამ ქვეყნის მოსახლეობას და პოლიტიკურ წრეებს მიაჩნიათ. ასე რომ, ევროსაბჭოდან რაიმე ზეწოლა და მითითება ამ მიმართულებით არ ყოფილა.
საქართველოს აქვს უფლება, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც, მისი აზრით, უკეთესად ასახავს და წაადგება იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც საქართველოა. მე მიმაჩნია, რომ ამ ცვლილების საკონსტიტუციო აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას, რომ დაცული იქნას თითოეული ადამიანის უფლება, რა უმცირესობასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები