თამარ სანიკიძე: თუ საშუალება მექნება, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას აუცილებლად დავესწრები
სურვილი ნამდვილად არის და თუ საშუალება მექნება, პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში აუცილებლად დავესწრები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.
“ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რისი საშუალებაც გვექნება და რაზეც შევთანხმდებით. შესაძლებელია, ეს მაგალითად, გადაფარვაში მოვიდეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან და თქვენ იცით, რომ კონსტიტუციით ამის პირდაპირი ვალდებულება არ არის. თუმცა სურვილი ნამდვილად არის და თუ საშუალება მექნება, აუცილებლად დავესწრები”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, 3 თებერვალს, 14:00 საათზე, ქუთაისში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს