საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 3 თებერვალს წარდგება
3 თებერვალს, 14:00 საათზე, ქუთაისში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს, – ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2016 წლის საგაზაფხულო სესია 2 თებერვალს, პარლამენტის ბიუროს სხდომით გაიხსნება, რომელიც თბილისში ჩატარდება.
“საქართველოს პარლამენტის 2016 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნება 2 თებერვალს, სამშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომით, რომელიც ჩატარდება თბილისში. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველ პლენარულ სხდომაზე, 3 თებერვალს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ქუთაისში პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით.
პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლების და სურვილის მქონე თანამდებობის პირებისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს “, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.