თინა ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება
თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მიემგზავრება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანს, თავდაცვის მინისტრს სეირან ოჰანიანს, საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს და ეროვნული კრების თავმჯდომარეს გალუსტ საჰაკიანს შეხვდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მხარეები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში 2 თებერვალს დაბრუნდება.