ალექსეი პუშკოვი: მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
“თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მიზეზების გამოძიებას დაიწყებს, აუცილებლად დაასკვნის, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაული იქნა ჩადენილი”, – აღნიშნა პუშკოვმა.
პუშკოვის განცხადების შესახებ “რია ნოვოსტი”წერს. შეგახსნებთ,რომ რამდენიმე დღის წინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატამ დააკმაყოფილა პროკურორ ფატუ ბენსუდას შუამდგომლობა აგვისტოს ომის გამოძიების დაწყების საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები