კახა კალაძე: ღარიბაშვილს პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია

როგორც ვიცი, ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართული ოცნების” წევრად რჩება, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პრემიერისა და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ღარიბაშვილს პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
“ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის წევრი როგორც ვიცი არის. განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ მას არ გაუკეთებია. ხოლო პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები