გარდაბნის გამგებლის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, გარდაბნის გამგებლის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ცესკომ 64-ვე უბანზე მონაცემების დათვლა უკვე დაასრულა.
ოფიციალური ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70,15%-ი მიიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა – 29.85 %-ის. შესაბამისად, ჯამარაულმა 16 104 ხმა მიიღო, ხოლო კახაბრიშვილმა – 6851.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,13 % შეადგინა.