გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია
გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 67,49%-ით გოჩა ჯამარაული ლიდერობს, ბესიკ კახაბრიშვილმა კი 32,51% დააგროვა.
ცესკო-ში საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
გარდაბნის არჩევნებში 2 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. “ქართული ოცნებიდან” გოჩა ჯამარაული და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ კახაბრიშვილი.