სემეკ-მა მოქალაქეებს 200 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკ-მა დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეებს 200 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, მათ შორის იყო მოქალაქეების განცხადებები.
“ტრადიციულად, მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა და, ძირითადად, მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, ჩამოწერილი თანხების ოდენობამ მთლიანობაში 216 048 ლარი შეადგინა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც „ცხელ ხაზზე“: – 242 01 80, ასევე ფეისბუქის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები