შალვა ხუციშვილი: ცხრა წელზე მეტი წლოვანების მანქანების განბაჟებისთვისაც უფრო შეღავათიანი რეჟიმი იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა, შეიცვალოს.
როგორც ხუციშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს. მისივე თქმით, პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სამიდან ექვს წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო ცხრა წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის, აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად იზრდება.
ხუციშვილის ინფორმაციით, ცხრა წელზე მეტი წლოვანების მანქანების განბაჟებისთვისაც უფრო შეღავათიანი რეჟიმი იქნება, რათა მათ, ვინც მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ყიდულობდა, განბაჟების შემცირების ხარჯზე, მარცხენასაჭიანი მანქანები უფრო ხელმისაწვდომი გაუხდეთ.
„წლოვანებიდან გამომდინარე, რაციონალური ზღვრული მაჩვენებელი იქნება, როცა ავტომობილის განბაჟება უფრო იაფი იქნება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები