დავით პოპოვი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ კუჭავას ადვოკატებთან შეხვედრას იღებდა

ბიძინა კუჭავას გარდაცვალების საქმის მოწმე დავით პოპოვი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ის კუჭავას ოჯახის ადვოკატებთან შეხვედრას ფარული კამერით იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოპოვმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ისაუბრა.
“არაფრის ინიციატორი არ ვყოფილვარ. გუშინ დამირეკა ჩემი მეგობრის შვილმა, ვაჟა ჩიკვილაძემ და მითხრა, რომ ბიძინას შვილს და ადვოკატს სურს შენი ნახვა და აინტერესებდათ სახლის მისამართიო. ამაზე მე მომენტალურად ვუთხარი უარი, რომ არავის არც ტელეფონი მისცე, არც მისამართი მისცე და არავისთან შეხვედრა არ მსურს-მეთქი”, – განაცხადა პოპოვმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ჩაწერას, ის მხოლოდ მისი საკუთარი ტელეფონით ხმას იწერდა, რადგან მისივე განმარტებით, პროვოკაციას ელოდა.
“რა სპეციალური პერანგი, ეს საერთოდ რა არის, არ ვიცი. რაც შეეხება ჩაწერას, ვიწერდი ჩემი მობილური ტელეფონით ხმას, არ ვიღებდი”, – განმარტა დავით პოპოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები