ისლამურმა სახელმწიფომ “ჯიჰადი ჯონის” გარდაცვალება დაადასტურა

ისლამურმა სახელმწიფომ „ჯიჰადი ჯონის“ გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. საუბარია ბრიტანელ ტერორისტზე, რომელიც „აისისის“ მძევლების სიკვდილით დასჯის ვიდეომასალებში ფიგურირებს.
დაჯგუფებამ მოჰამედ ემვაზის, მეტსახელად “ჯიჰადი ჯონის” ნეკროლოგი ონლაინჟურნალში გამოაქვეყნა. მისი ლიკვიდაციის შესახებ განცხადება პენტაგონმა ჯერ კიდევ ნოემბერში გააკეთა. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ემვაზი „აისისის“ პოზიციებზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა კი მისი პიროვნების შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადეს. მოჰამედ ემვაზი, რომელიც წარმოშობით ქუვეითელი და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო, სირიაში 2013 წელს გაემგზავრა და ისლამური სახელმწიფოს რიგებს შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები