პაკისტანში უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

პაკისტანის ქალაქ ჩარსადაში სროლა და აფეთქებები გრძელდება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები უნივერსიტეტში შეჭრილი ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებენ. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 15 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 50-ს აღწევს.
ძალოვანების ინფორმაციით, თავდასხმის დროს უნივერსიტეტში 3 ათასამდე სტუდენტი იმყოფებოდა. მათი ნაწილი ევაკუირებულია.
ადგილზე პოლიცია და სამხედროები არიან მობილიზებულები. ტერიტორიას სამხედრო ავიაციაც აკონტროლებს. ძალოვანების ინფორმაციით, სასწავლებლის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 8 ტერორისტი იმყოფება, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანი უკვე ლიკვიდირებულია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ პაკისტანურმა ფრთამ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები