იემენში ავტომობილის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
იემენში, საპორტო ქალაქ ადენში ავტომობილის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, გენერალ შალალ ალი შაიეჰის სახლთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა. თავად ალი შაიეჰი გადარჩა, დაიღუპა მისი დაცვის ოთხი წევრი.
ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე.