ერაყში აშშ-ის მოქალაქეები გაიტაცეს

ერაყში აშშ-ის მოქალაქეები გაიტაცეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
როგორც “ბი-ბი-სის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულს ბაღდადში აშშ-ის საელჩო ადასტურებს.
“გატაცებულების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ერაყის მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ”, – აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
არსებული ინფორმაციით, გატაცებულია სამი ამერიკელი და მათი ერაყელი თარჯიმანი. ისინი, სავარაუდოდ, ბაღდადის სამხრეთ ნაწილიდან გაიტაცეს.
2011 წელს, ვიდრე აშშ ერაყიდან საკუთარ ძალებს გაიყვანდა, ერაყში რადიკალმა შიიტებმა და სუნიტმა მებრძოლებმა არაერთი ქვეყნის მოქალაქე გაიტაცეს და მოკლეს. თუმცა, მას შემდეგ მსგავსი შემთხვევა აღარ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები