უკრაინსკში გაზის აფეთქების შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ უკრაინსკში, საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად ოთხი წლის ბავშვი დაიღუპა. მისი ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს. ამჟამად კიდევ ერთი მცირეწლოვანის ძებნა მიმდინარეობს. „2011 წელს დაბადებული გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარეობს 2015 წელს დაბადებული ბავშვის ძებნა“, – განუცხადეს ტელეარხ „112 უკრაინას“ დონეცკის ოლქის პოლიციაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევებში, საერთო ჯამში, სამი ბავშვი და ქალია მოყოლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები