თურქეთი სირიელი ლტოლვილების იძულებითი დეპორტაციის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

თურქეთის ხელისუფლებამ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს მან სირიელი ლტოლვილების დეპორტაცია მოახდინა და ამით საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამ ფაქტის შესახებ ჟურნალისტებს სირიელმა ლტოლვილებმა უამბეს, რომლებიც საბერძნეთში ჩასვლას ცდილობდნენ.
ეს ადამიანები თურქეთის ტერიტორიაზე დააკავეს და მათ აიძულეს ხელი მოეწერათ საბუთისთვის, რომ სირიაში ნებაყოფლობით სურთ დაბრუნება. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სირიელმა ლტოლვილებმა გასაუბრება გაიარეს და მათ სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს. საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, აკრძალულია ადამიანების დეპორტირება იმ ადგილებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები