გელა დუმბაძე კატარის ელჩს შეხვდა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუქარაქ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, მხარეებმა, ურთიერთობების გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მუქარაქ ნასერ ალ-ხალიფამ სახელმწიფო მინისტრს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.