ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 3 პირი დაღესტანში იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 3 პირი დაღესტანში იპოვეს. ინფორმაცია “კვირას“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან, თუმცა გამგებლისთვის დაკავების მიზეზი უცნობია.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაკარგული მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაკარგული 3 ადამიანის პოვნას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორიდან კაბლის ხევის ტერიტორიაზე სანადიროდ 4 მონადირე 28 დეკემბერს წავიდა. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო მათ ერთმანეთი დაკარგეს. გამოღწევა მხოლოდ ერთმა მამაკაცმა შეძლო, სამს კი ამ დრომდე ეძებდნენ. ძებნის ღონისძიებაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფიც იყო ჩართული. დაკარგულებს საკუთარი ძალებით თანასოფლელებიც ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები