“მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქე ყველა ეთნიკურ სომეხს დღევანდელი დღე”

დღევანდელი დღე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ეთნიკურად სომეხ ჯარისკაცებს მინდა მივულოცო, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მისალოც წერილში.
მინისტრი მათ, მშვიდობას, ბედნიერებას და წარმატებებს უსურვებს.
“დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტესშობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესასწაულს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია და მისი მრევლი. მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქე ყველა ეთნიკურ სომეხს დღევანდელი დღე. ვუსურვო მშვიდობა, ბედნიერება და წარმატებები. განსაკუთრებით კი, დღევანდელი დღე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ეთნიკურად სომეხ ჯარისკაცებს მინდა მივულოცო, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას. ჩვენ, ყველანი ერთად ვაშენებთ ერთიან, ძლიერ და თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. ერთად ვქმნით უკეთესი მომავლის საფუძველს და ამ გზაზე გამარჯვების საწინდარი მხოლოდ ჩვენი ერთობაა!”, – ნათქვამია მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები