ომბუდსმენი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

სახალხო დამცველი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.
“საქართველოს სახალხო დამცველი ულოცავს სომეხ ხალხს ამ დიდ დღესასწაულებს და მათ ოჯახებს მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას უსურვებს.
სომეხთა და ქართველთა შორის საუკუნეების მანძილზე არსებული კეთილმეზობლური დამოკიდებულება სამაგალითოა და ამ ძვირფას მონაპოვარს მომავალი თაობებიც უნდა უფრთხილდებოდნენ. ისტორიული განვითარების გზაზე ჩვენი ერები და ეკლესიები ხშირად მდგარან ერთნაირი გამოწვევების წინაშე, თუმცა მაინც მოახერხეს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევა თანასწორი უფლებების სრული რეალიზებაა. ვუსურვებ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომხებს სამართლიან, ტოლერანტულ, თანასწორუფლებიან გარემოში ცხოვრებასა და განვითარებას”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები