ჟვანიას საქმეზე ირმა ნადირაშვილის მეუღლეს ჰკითხავენ
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრის, ირმა ნადირაშვილის მეუღლის დავით დაღელაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც “ კვირას“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განუცხადა, დაღელაშვილი ზურაბ ჟვანიას საქმეზე იკითხება. პროკურატურაში შესვლამდე ყოფილი პრემიერის დაცვის წევრმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქმეზე ერთხელ უკვე აქვს ჩვენება მიცემული.
დავით დაღელაშვილი ამ დროისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგებელია.