ბიძინა ივანიშვილი: ლარის დევალვაცია არ არის მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლარის დევალვაციის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგი არ არის. მისივე თქმით, ლარის დევალვაციამ საკმაოდ ცუდი გავლენა მოახდენა.
“დევალვაცია არ იყო და არ არის მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგი. ამის მიზეზია რეგიონში მომხდარი პრობლემები, ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, ევროპაში პრობლემები.
მაჩვენეთ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რომელიც უფრო წარმატებულია, ვიდრე საქართველო. ამ ფონზე, როდესაც კრიზისია რეგიონში, როდესაც ხდება დევალვაცია ჩვენი პარტნიორების ქვეყანაში, რა თქმა უნდა საქართველო ამას ვერ გადაურჩებოდა.
ზოგიერთ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ქმედება არ იყო თანმიმდევრული და დროული, თუმცა ეს არ არის ძირითადი სიმძიმე. ეროვნულმა ბანკმაც შესაძლოა ზედმეტად ჭარბად მოახდინა ლარის დევალვაცია, თუმცა ამის გათვლა ძალიან რთულია და ეს პრობლემაც არ შეიძლება ძირითადად ეროვნულ ბანკს მივაწეროთ”, – განმარტა ივანიშვილმა.