ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტმა გაეროში შეგვარცხვინა, თავი მოგვჭრა

პრეზიდენტმა შეგვარცხვინა, თავი მოგვჭრა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მუდმივად სურდა, გაეროში ჩასვლა, ჩავიდა და ქვეყანას თავი მოჭრა.
“აი, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა პრემიერს გადასცა. გადასცა ის, რაც მას არ ეკუთვნოდა. ამის შემდგომ ილტვოდა მუდამ, რომ გაეროში უნდა წასულიყო და ესეც მთავრობის გადასაწყვეტი იყო. არ გაუშვეს და ძალადობდა პირდაპირ. წელს წავიდა გაეროში და შეგვარცხვინა, პირდაპირ თავი მოგვჭრა. პირველი პრეცედენტი იყო მსოფლიო ისტორიაში, ორი უმაღლესი დელეგაცია რომ ჩადის ფორუმზე. მარგველაშვილმა აქაც აჩვენა, რომ არა მარტო მურუსიძის თემაზე გამონათქვამებს ვგულისხმობ, ძალიან არაკორექტულად და ზედმეტად ცდილობდა ჩარეულიყო სასამართლო ხელისუფლებაში”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები