ბიძინა ივანიშვილი ნარმანიაზე: შეიძლებოდა უფრო ცეცხლის დანთება

„ნარმანიას სახით ჩვენ გვყავს ხალხის სამსახურში მდგარი პოლიტიკოსი”,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “2030”-ის ეთერში, დედაქალაქის მერთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, ნარმანია მეცნიერია და შესაძლოა ეს შლეიფი ვერ მოიშორა.
“ნარმანიას მე ვაფასებ ძალიან დადებითად და მასზე დღესაც იგივე შემიძლია ვთქვა, რაც მითქვამს მანამდე. ამის წინ მინიშნებაც მივეცი და შენიშვნად ჩათვალეს, როდესაც ვთქვი, რომ მეთოდურია.
იგი თავისი მოღვაწეობით არის მეცნიერი, მეცნიერებიდან წამოვიდა ის პოლიტიკაში და შესაძლოა მთლიანად ეს შლეიფი ვერ მოიშორა. ზედმეტად მკვლევარია, მაგრამ ეს არ აზარალებს იმას, რასაც აკეთებს ნარმანია. შეიძლება ცოტას აყოვნებს, ცოტას აფერხებს, შეიძლებოდა უფრო ცეცხლის დანთება, მაგრამ საერთო ჯამში მისი სახით ჩვენ გვყავს ხალხის სამსახურში მდგარი პოლიტიკოსი“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები