ბიძინა ივანიშვილი: ალეკო ელისაშვილის უკან გიორგი მარგველაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” დგანან

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური აქტივობების უკან, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” დგანან. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასა” და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს სურთ, დაამახინჯონ ისტორია პოლიტპატიმრების შესახებ, თითქოს ქვეყანას არ ჰყოლია ისინი.
“ელისაშვილის პრობლემა მარტივია ასახსნელად. ეს კაცი გამოდის და რაღაც აღმოჩენებს აკეთებს. ერთი და იგივე ხალხისგან, ერთი და იმავე ჯგუფისგან არის ეს ორგანიზებული და ცდილობენ დაადგინონ, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” და “რუსთავი 2″-ს აწყობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ იყვნენ. მათ უნდათ დაამახინჯონ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული პროცესი ისე, თითქოს ფულის გასაკეთებლად მოხდა მთელი ეს პროცესი. მურუსიძის თემა და ეს თემა ერთი და იმავე ხალხმა აწია ძალიან მაღლა”. ამ ყველაფრის უკან დგას “ნაციონალური მოძრაობა” და მათ თამაშს თამაშობენ. ეს ყველაფერი პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელით კეთდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები