“გიორგი კვირიკაშვილის უმთავრესი გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკა და ევროპისკენ სვლა იქნება”

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ გიორგი კვირიკაშვილისთვის, როგორც პრემიერისთვის, მთავარი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა იქნება. ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ეთერში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სანამ თითოეული ოჯახი ეკონომიკურად ძლიერი არ იქნება, ყველა ის დემოკრატიული ღირებულება, რომელსაც როგორც ევროპაში, ასევე საქართველოშიც აფასებენ, ცალკე გამოკიდებული იქნება. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა, გიორგი კვირიკაშვილისა და ასევე მისი შემდგომის ძირითადი გამოწვევა იქნება.
“უმთავრესი ამოცანა იქნება ის, რომ კურსი, რომელიც აირჩია ახალმა გუნდმა – დემოკრატიული ღირებულებების დაფუძნება, ოღონდ ჭეშმარიტად დემოკრატიული ღირებულებების და არა ისეთი ყალბი და მოჩვენებითი, როგორიც იყო მანამდე, განსაკუთრებით, “ნაციონალური მოძრაობის” დროს, უცვლელად გაგრძელდეს. კვირიკაშვილის ამოცანა იქნება გააღრმაოს წინსვლა ევროპისკენ. ძირითად გამოწვევად, ჩემს დროს, კვირიკაშვილის დროს, კვირიკაშვილის შემდეგაც, ვარწმუნებ საზოგადოებას, დარჩება ეკონომიკა, რამეთუ, ჩვენ მოკლე დროში მოვახერხეთ და ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები ლამის ევროპას დავუახლოვეთ. ეს დემოკრატიული ღირებულებები, ეკონომიკა ასე სწარაფად ვერ განვითარდება. დემოკრატიული ღირებულებების გარეშე, რომელსაც ასე აფასებს მთელი ევროპა და საქართველო, ძალიან გამოკდიებულია ეკონომიკის გარეშე. სანამ თითოეული ოჯახი არ იქნება წარმატებული, დასაქმების პრობლემა არ იქნება ასეთი სიღრმისეული პრობლემა, როგორიც არის დღეს საქართველოში, დემოკრატიული ღირებულებები მართლაც ცალკე იქნება გამოკიდებული, ამას სწირდება მყარი ეკონომიკური ფუნდამენტი და ეკონომიკური აღმავლობა საქართველოში. ეს იქნება, ალბათ, ძირითადი გამოწვევა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები