ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია ახალი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს

თუ სურვილი გაუჩნდება ირაკლი ღარიბაშვილს თავისუფლად შეუძლია ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი,  – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა.
ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თუ დღევანდელი ხელისუფლების გუნდს მისი დახმარება დასჭირდება, ის აუცილებლად დაუდგება მათ გვერდით და გუნდიც სიხარულით მიიღებს.
„თუ გუნდს დასჭირდება, ის აუცილებლად დაუდგება გვერდით და დაეხმარება, თუნდაც 2016 წლის არჩევნებში. თუ სურვილი გაუჩნდება ირაკლის, გარწმუნებთ, რომ გუნდი მას სიხარულით დაიბრუნებს.
გარდა ამისა, ირაკლი იმხელა რესურსით წავიდა, რომ თუ მოისურვებს, შეუძლია ახალი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს.
ირაკლი სათადარიგო მოთამაშე გაჩნდა საკუთარი გუნდისთვის და საერთოდ, საქართველოს პოლიტიკაში გაჩნდა პიროვნება, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ხელი ასწიოს და ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს, თუ არ მოუნდება საკუთარ გუნდთან. მას ძალიან კარგი იმიჯი აქვს საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდ ნაწილს იგი უყვარს. დღესაც ძალიან ბევრი განცდებით მირეკავდა რატომ წავიდა.
გაკოტრებული პოლიტიკოსების ხარჯზე ნუ ვართ. ძირითადად ჩვენი ოპოზიცია დღეს 99 პროცენტი გაკოტრებული პოლიტიოსებით არის დაბალანსებული „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით. მოხდა ის, რომ პოლიტიკიდან გავიდა კიდევ ერთი მოთამაშე, რომელსაც საკმაოდ დიდი რესურსი გაჰყვა თან.
მას შეუძლია საკუთარი რესურსებით დაეხმაროს ქვეყანას სწორი მიმართულებით განვითარებაში. ამას აქვს მნიშვნელობა, რომ ის გაკოტრებული კი არ წავიდა, დიდი რესურსით დატოვა პოლიტიკა“,-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები