ბიძინა ივანიშვილი: ღარიბაშვილი არ აპირებს რომელიმე პოლიტიკური თანამდებობა დაიკავოს გუნდში

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ იგი დაბალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობას არ მოისურვებს. ამის შესახებ განცხადება ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გააკეთა.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა, რა თქმა უნდა, არასწორია. კაცი წავიდა უმაღლესი თანამდებობიდან და არ მოისურვებს დაბალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობას. მას არაფერი არ დაუშავებია, არაფერი გაუფუჭებია, რომ მან დაბალი რანგის თანამდებობა მიიღოს. ის იყო მთავრობის მეთაური და ჩემი აზრით, კონსტიტუციით ყველაზე მეტი უფლება სწორედ მთავობის მეთაურს აქვს დღეს.
რა თქმა უნდა, ის არ აპირებს, რომელიმე პოლიტიკური თანამდებობა დაიკავოს გუნდში. მან ჩემთან საუბარშიც და საჯაროდაც იგივე აღნიშნა მგონი, რომ უნდა დაისვენოს. იგი დაუღალავად შრომობდა, არც შაბათი იცოდა და არც კვირა, ახალგაზრდაა და ახერხებდა მუშაობას, მაგრამ მაინ ისურვა, რომ ერთი თვე დაისვენებს და მოიფიქრებს. რა თქმა უნდა, მას ექნება ბევრი წინადადებები. რაც შეეხება ჩემს შესაძლებლობებს, ჩემი კარი მუდამ ღია იქნება და ირაკლი  ღარიბაშვილს შეუძლია გამოიყენოს ჩემი შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გქვონდა და გვაქვს დღესაც. ოჯახებით ვმეგობრობთ და ასე იქნება მომავალშიც. თვითონ უნდა გადაწყვიტოს და მას ექნება არჩევანი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები