დაჭრილი სამართალდამცავი ქალი გარდაიცვალა

დაჭრილი სამართალდამცავი ქალი მაია ჯავახიშვილი გარდაიცვალა. მას თელავის რაიონულ საავადმყოფოში რამდენიმე საათიანი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ახალგაზრდა ქალის დასახმარებლად, მედიკოსები ვერტმფრენებით თბილისიდან ჩაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ თელავში, პოლიციის შენობის ეზოში სროლის შედეგად პატრულის თანამშრომელი გელა ლამაზოშვილი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის სანდრო მეტრეველი ცხელ კვალზე დააკავეს. გიორგი მრებრიშვილის განცხადებით, ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები