ბიძინა ივანიშვილი: არავის ვმართავდი და არც არავის ვმართავ

კონსულტაციებს ვუწევდი ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა. მართვით არც ვმართავდი ვინმეს და არც ახლა ვმართავ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “2030” განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იგი რეგულარულად ხვდებოდა ეკონომიკურ გუნდს და გიორგი კვირიკაშვილს.
“განსაკუთრებით, ეკონომიკურ გუნდს მე ვხვდებოდი რეგულარულად და საზოგადოებისთვის ეს მითქვამს მრავალჯერ. მე არავის ვმართავდი და არც არავის ვმართავ დღეს. ვინც კონსულტაციას საჭიროებდა ჩემთან, მე მათ ვუწევდი კონსულტაციას, მაგრამ ჩემს აზრს თავს არავის ვახვევდი. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მქონდა ეკონომიკურ გუნდთან და აქედან გამომდინარე, კვირიკაშვილთანაც. სახელმწიფო თუ კომერციულ საკითხებში, მე აქტიურად ვმონაწილეობდი. გიორგი რომ იყო კარგი ეკონომისტი და კარგი ფინანსისტი, ეს მე ძალიან კარგად ვიცოდი. არ ვიცოდი მეორე ნაწილი, როგორი დიპლომატი იყო გიორგი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები