სურკოვი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას თურქეთის გავლენის შემცირებისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა მოუწოდა სოხუმის დე ფაქტო მთავრობას, შეამციროს ოკუპირებულ რეგიონში თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
სურკოვის თქმით, თურქეთში გარკვეული წრეები აფხაზეთს თავისი გავლენის სფეროდ განიხილავენ. ამის შესახებ მან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სურკოვი აცხადებს, რომ თურქეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მაგრამ იქ თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას აპირებს. სურკოვი ამბობს, რომ ამ საკითხში მოსკოვი ითვალისწინებს აფხაზი ხალხის და თურქეთში აფხაზური დიასპორის ურთიერთობებს. თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკური და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა არ დაზარალდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები