ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

9 იანვარს, 21:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიო ვარსკვლავები: შეუდარებელი ტენორი ალესანდრო საფინა; „მის ჰოლივუდი 2005“, ოპერის და ესტრადის დივა ენჯელ ბლუ; უმშვენიერესი ჩელისტი ანა რუცნერი; ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული; გენიალური სოფი ლორენის უფროსი ვაჟი, შესანიშნავი დირიჟორი კარლო პონტი; ასევე ნინო სურგულაძე; თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტალური ბენდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები