დიდი საახალწლო პრემიერა გრიბოედოვის თეატრში
2, 3, 9 და 10 იანვარს 12.00 და 15.00 საათზე თბილისის ალ.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ 2016 წლის პირველ პრემიერას – მიუზიკლს „კუზიანი კვიცი“ (პეტრე ერშოვის ცნობილი ზღაპრის მიხედვით).
დამდგმელი რეჟისორი – ვახტანგ ნიკოლავა, მხატვარი – აივენგო ჭელიძე, ქორეოგრაფი – გიორგი მარღანია, კოსტიუმების მხატვარი – ნატალია კობახიძე.
2015 წლის 27 დეკემბრიდან 2016 წლის 10 იანვრის ჩათვლით გრიბოედოვის თეატრი სულ 30-ზე მეტ წარმოდგენას გამართავს. საახალწლო რეპერტუარშია შემდეგი სპექტაკლები:
29 და 30 დეკემბერი – “12 თვე” – რეჟ. დიმიტრი პავლოვი (სანქტ-პეტერბურგი);
4 და 5 იანვარი – “მაუგლი” – რეჟ. ვახტანგ ნიკოლავა;
6 იანვარი – “მოროზკო” – რეჟ. ლინდა ურბონავიჩუტე (ლიტვა);
7 და 8 იანვარი – “საშობაო ზღაპარი” – რეჟ. ვახტანგ ნიკოლავა.
ამასთანავე, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ “რუსული კლუბის” მხარდაჭერით იმართება ტრადიციული საქველმოქმედო აქცია. 5 000 ბილეთი უსასყიდლოდ გადაეცა თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებს, ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატების და სარეაბილიტაციო ცენტრების აღსაზრდელებს. ყველა მაყურებელი მიიღებს საჩუქარს – ტკბილეულის ნაკრებს და რუსი კლასიკოსების საახალწლო ლექსების წიგნს. მეშვიდე წელია “რუსული კლუბი” ადაპტირებულ გამოცემებს ლექსიკონითა და სავარჯოშოებით ყმაწვილი ქართულენოვანი მკითხველებისთვის უშვებს.