“დაელოდეთ, ჩვენც თქვენთან ერთად დაველოდებით” – ISSI-მ მორიგი მიმართვა გამოაქვეყნა

“დაელოდეთ, ჩვენც თქვენთან ერთად დაველოდებით,” – ამ სათაურით ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგში დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმართვის ქართულენოვანი თარგმანი გამოაქვეყნა.
“ჩვენ ვეუბნებით იაჰუდებს, ქრისტიანებს, მათ თანამოაზრეებსა და დამხმარეებს, ვეუბნებით ამერიკას, ევროპას, რუსეთს, მის დამხმარეებსა და აგენტებს, ვეუბნებით რაფიტიდებს მურთადებს, ყველა ფერისა და მოდგმის ხალხს, რომ ალლაჰი დაგაწევთ რისხვას მისგან, ან ჩვენი ხელებიდან. მაშ დაელოდეთ, უეჭველად ჩვენ თქვენთან ერთად დაველოდებით“, – აღნიშნულია 28-წუთიანი აუდიოფაილის ჩანაწერში.
ტერორისტთა ლიდერის, ალ-ბაღდადის სახელით აუდიომიმართვის არაბულენოვანი ვერსია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები