გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. “კვირა” კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ბატონო თავმჯდომარე, ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო დეპუტატებო, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოთმინებისთვის, ყურადღებისთვის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ჩემი კანდიდატურა დაასახელა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და ასევე მხარს უჭერს ჩევნს კანდიდატთა გუნდს, მინისტრის კაბინეტის პოსტებზე. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველა ჩვენს ოპონენტს, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ოპონენტებს, რომლებმაც ადვილად აუღეს ალღო ახალ პოლიტიკურ რეალობას და არ დატოვეს ჩემი გამოწვდილი ხაელი ჰაერში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დანარჩენებიც დროთა განმავლობაში მოახდენენ ადაპტირებას ახალ პოლიტიკურ რეალობასთან. მე მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს და წარმატება ვუსურვო მას და დიდი იმედი გამოვთქვა, რომ იგი ჩვენთან ერთად გააგრძელებს ქვეყნისთის კარგი საქმეების კეთებას. ერთადერთი სურვილი, რომელიც დღეს მე გამაჩნია და ერთადერთი სურვილი და მოლოდინი რომელიც გამაჩნია არის ის, რომ იმ წუთიდანვე როგორც კი, დამთავრდება კენჭისყრა ჩვენს გუნდს მიეცეს საშუალება დაიწყოს იმ კარგი საქმეების კეთება ჩვენი ქვეყნისთვის იმ პროექტების შესრულება და აღსრულება, რომლებზეც ჩვენი ორი დღის განმავლობაში ვისაუბრეთ. იქნება ბევრი პოლემიკა, დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ იქნება ისტერია და იქნება კონსტრუქციული განხილვა ქვეყნისთვის საჭირო ყველა გადაწყვეტილების. ასევე მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი სურვილი, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მშვიდად და ის რეალობა, რომელიც არის დღეს უკვე ქვეყანაში შექმნილი, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ ხელისუფლების, რომ ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ, მათ აღარ ეშინიათ ავად გახდომის, რომ მშობლებს აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა მიცენ უკეთესი განათლება შვილებს, რომ სოფლად ადამიანები აღარ ცდილობენ გაიხიზნონ ქალაქში, კიდე უფრო გავამყაროთ, შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი პირობები ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანისათვის, აბსოლუტურად ყველა მოქალაქისათვის რათა მათ იცხოვრონ და რათა მათ ქონდეთ საშუალება და იმედი უკეთესი მომავლის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა საზოგადოება ვართ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რომ დავიხლიჩოთ და მართლაცდა დავხარჯოთ ენერგია იმაში, რომ ვუმტკიცოთ ერთმანეთს რომელი უფრო უკეთესი ვართ. საქართველოში უნდა იყოს ერთი პარტია, რომელსაც ქვია ჩვენი სამშობლო და ყველანი უნდა ვიყოთ მხოლოდ მხოლოდ ამ პარტიის წევრები. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ ავაშენოთ სწორედ ასეთი ქვეყანა და ყველა ადამინს ვისაც ექნება სურვილი, რომ ამ პარტიაში, ამ სახლში შეიტანოს სითბო და შუქი მიეცეს ამის საშუალება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოთმინებისთვის, ყურადღებისთვის და დიდი მადლობა ყველას ვინც გვიჭრს მხარს და ვინც არ გვიჭრს მხარს. დიდი მადლობა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები