გიორგი კვირიკაშვილი: პაატა ზაქარეიშვილს აქვს ძალიან კარგი იდეები

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ პაატა ზაქარეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ძალიან კარგი იდეები აქვს, რომლებიც უნდა განიხილოს.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესის მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
“მე არ შემიძლია, არ აღვნიშნო შერიგების პროცესის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი მთავრობისთვის. ყველა სიკეთე, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა, ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი თანამოძმეებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ძალიან ძლიერია ჩვენი მოწოდება, რომ მეტი დინამიზმი შევქმნათ ამ პროცესში. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. ბატონ პაატა ზაქარეიშვილს ძალიან კარგი იდეები აქვს. ჩვენ შეგვიძლია, შევიკრიბოთ და განვიხილოთ ეს იდეები. უნდა ვთქვათ, რომ დრო გვაშორებს სანუკვარ მიზანს, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, დრო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს. დრო მოქმედებს მომავალი თაობების შერიგების წინააღმდეგ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, ჩვენ, ხელისუფლებას გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ დავასრულოთ შერიგების პროცესი და ჩვენ მოწოდებულნი ვართ, გადავდგათ ასეთი თამამი ნაბიჯები. მინდა გთხოვოთ მანდატი იმისთვის, რომ მოგვეცეს საშუალება, ვემსახუროთ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები