კახეთში არასრულწლოვანი გააუპატიურეს
კახეთში, გურჯაანის რაიონში, არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება შევიდა.
მათივე ინფორმაციით, გამოძება 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.