ბესელია ელისაშვილზე: ეს ადამიანი არა მარტო პატიმართმოძულე, არამედ ქალთმოძულეცაა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, რომ მასთან ერთად პირდაპირ ეთერში დაჯდეს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ელისაშვილს გამბედაობა არ ჰყოფნის, მასთან ერთად პირდაპირ ეთერში დაჯდეს.
„ელისაშვილი პირდაპირ ეთერში არ მიჯდება, რადგან მას საზოგადოების თვალებში შეხედვის ეშინია და მას ამის გამბედაობა არ აქვს.
ამ შეთავაზებას ბოლომდე ძალაში ვტოვებ. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, საქმე რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს. მედიას გთხოვთ, მას ერთი კონკრეტული კითხვა დაუსვით – ეკა ბესელია რა ფორმით, რა საშუალებით და რა მეთოდით ახდენდა მასზე რაიმე სახის ზეწოლას?! ეს ადამიანი არა მარტო პატიმართმოძულეა, არამედ ქალთმოძულეცაა“, – განაცხადა ბესელიამ.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ეკა ბესელია და მანანა კობახიძე იყვნენ დაინტერესებული.