თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
ჩუღურეთის რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და დგებუაძის ქუჩების მცხოვრებლებს, სულ 311 აბონენტს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.