ვაკეში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც ბანკის დაყაჩაღებას ცდილობდა

სამართალდამცველებმა თბილისში, ვაკეში, შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც ბანკის დაყაჩაღებას ცდილობდა. როგორც  “კვირას“  შინაგან საქმეთა სამინისტროში  განუცხადეს შეიარაღებულმა  პირმა დაკავების პროცესში  პოლიციის მიმართულებით გაისროლა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება მოახერხეს.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის ორმა თანამშრომელმა  დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები