პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტარები დღეს მინისტრობის კანდიდატებს სესიის ფორმატში მოუსმენენ და ნდობის გამოცხადების საკითხს  უყრიან კენჭს.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნეს.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები