გიორგი კვირიკაშვილი: საგარეო კუთხით რისკები შემცირებულია

რუსეთთან პრაგმატული თანამშრომლობის პოლიტიკა გაგრძელდება. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს, რადგან საგარეო კუთხით რისკები შემცირებულია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც რუსეთთან არსებობს, მნიშვნელოვანია.
“ის სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც დღეს რუსეთთან გაგვაჩნია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ ურთიერთობებში უმთავრეს საკითხად ისევ ჟენევის ფორმატი რჩება, თუმცა აბაშიძესა და კარასინს შორის ურთიერთობის ფორმატიც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები